İndi bütün siyasi qüvvələr azərbaycanlıların öz yanında olması üçün hərəkətə keçiblər. Bu həmin qüvvələrin qalib gələcəyi halda onlara öz sosial problemlərini həll etdirmək baxımından çox yaxşı haldır. Təcrübə sübut edir ki, siyasi aktivlik, seçkifəallıgı xalqın xeyrinədir. Bu baxımdan Bakıda yaşayan Gürcüstan vətəndaşları da aktiv olsalar yaxşıdır. Bu gündən başlayaraq həftənin
5-ci gününədək Bakıdakı Gürcüstan səfirliyində seçkidə iştirak etmək istəyənlərin qeydiyyatı davam edir. Seçkidə iştirak etmək istəyənlər mütləq gedib qeydiyyata düşsünlər. Bu həm sizin, həm də vətəndə yaşayan yaxınlarınızın gələcəyi baxımından vacibdir!..
Hörmətlə,
Natiq HÜMMƏTOV,
ZiM.Az
Xarici İşlər Nazirliyi xaricdə yaşayan Gürcüstan vətəndaşlarının
prezident seçkilərində iştirakı ilə bağlı prosedurları açıqlayır
საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში
მონაწილეობასთან დაკავშირებით პროცედურებს განმარტავს
Xarici İşlər Nazirliyi xaricdə yaşayan Gürcüstan vətəndaşlarının prezident seçkilərində iştirakı ilə bağlı prosedurları açıqlayır və onları konsulluq qeydiyyatından keçməyə çağırır.
“Texniki xarakterli anlaşmazlıqlara yol verilməməsi üçün vətəndaşlardan xahiş edirik ki, konsulluqda qeydiyyat prosedurlarını diqqətli şəkildə nəzərə alsınlar.
Vətəndaşların seçki hüquqlarından efektiv şəkildə istifadə edə bilmələri üçün, Gürcüstanın xaricdəki konsulluqları xüsusi iş rejiminə keçiblər, hansı ki, vətəndaşların konsulluqda qeyri iş günlərində də qeydiyyatdan keçmələri üçün imkan yaratmağı nəzərdə tutur.
Xarici İşlər Nazirliyi ümid edir ki, prezident seçkilərinin ikinci turunda, xaricdəki seçki məntəqələrində seçicilərin fəallığı əhəmiyyətli dərəcədə artacaq” – deyilir Xarici İşlər Nazirliyinin bəyanatında.
Prezident seçkilərinin ikinci turu 39 ölkədə açılan 55 seçki məntəqəsində keçiriləcək.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და პროცედურებს განმარტავს.
უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად (რა დროსაც მოქალაქეებს განემარტათ საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აუცილებლობა) საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და ბოლო მონაცემებით ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გააქტიურებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომლებსაც ამ დროისათვის არ მოუმართავთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს: დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი რეგისტრაცია საარჩევნო სიებში.
„მზარდი მომართვიანობის გათვალისწინებითა და კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ:
ყურადღებით გაეცნონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წინაპირობებსა და წესებს, რომლებიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე,
განმარტებებისთვის დარეკონ საზღვარგარეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე,
აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ონლაინ რეჟიმშიშეავსონ განაცხადი/ანკეტა ,
გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან განაცხადების ელექტრონულ რეესტრში.
ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხასიათის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს ვთხოვთ გაითვალისწინონ რიგი გარემოებებისა, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულო აღრიცხვასთან და არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან, კერძოდ:
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვა,
საზღვარგარეთ საცხოვრებელი ქვეყნის/ქალაქის ან საკონსულო ოლქის ცვლილებისას მოქალაქე აღრიცხვაზე უნდა დადგეს ახალ მისამართზე – შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში,
მოქალაქეს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება,
საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქე დგება საკუთარი სურვილით და მისი აღრიცხვა საკონსულო დაწესებულებაში ვიზიტის ან სხვა მომსახურების მიღებისას ავტომატურად არ ხორციელდება,
ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე,
აუცილებელია, ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,
დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.
მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის არასამუშაო დღეებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში.
Xarici dövlətlərdə yaşayan Gürcüstan vətəndaşları prezident seçkilərinin ikinci turunda iştirak etmək istəyənlər xarici dövlətlərdə yerləşən Gürcüstan səfirliklərində ,konsulluqlarında qeydiyyatdan keçə bilərlər.Online olaraq qeydiyyatdan burdan: (https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41) keçə bilərsiniz.
Konsulluqlarda və elçiliklərdə qeydiyyatdan keçmək pulsuzdur.
Konsulluqlarda qeydiyyatdan keçmək sizə heçbir əlavə öhdəliklər gətirmir sadəcə səfirliyin və ya konsulluğun sizin hüquqlarınızı qorumağa imkan yaradır.
ZiM.Az
.
Muəllif huquqları qorunur. Məlumatdan istifadə etdikdə istinad mutləqdir.